მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB“ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის

ნიკოლოზ გაგუა შეხვედრაზე

„მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელსაც სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ი უსვამს ხაზს. ეს არის მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც რეალურად განაპირობა ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება“, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გაგუამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც გლობალური გამოწვევების გამო მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად - „BB“ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის.

„პანდემიის ეკონომიკისა და გლობალურ ეკონომიკებში პრობლემების ფონზე, მსოფლიოში მოსალოდნელია საკრედიტო რეიტინგების გაუარესება, თუმცა საკრედიტო კომპანია „Fitch“-მა შეაფასა საქართველოს ეკონომიკა და შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიღეთ და ეს მაჩვენებელი დღეს შეგვინარჩუნდა. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი სიგნალი ინვესტორებისთვის, კონკრეტულად, ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური მმართველობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა მაღალ დონეზეა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.