ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

შეხვედრა IMF - ის
წარმომადგენლებთან
1619707615
დაკოპირებულია

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაქერი.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის რანგში დაესწრო ჯეიმს ჯონი.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებს შორის დასახელდა COVID 19-ის პანდემიის დაძლევა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ელექტროენერგიის მიწოდება

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომა...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.