ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლიდან ბიზნესისთვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრი
1610116657
დაკოპირებულია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ამ ცვლილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა ბიზნესისთვის“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან ტურისტული სექტორში, ასევეა სასტუმროები, რესტორნები და სხვა.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს 45 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა), ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გასული წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 20 მილიონ ლარს.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე.

„რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა.

დანარჩენ საქართველოში ეს შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, დღგ-ს დაბრუნება 2021 წელსაც გასული წლის მსგავსად მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

„თქვენ იცით, რომ სრულ ავტომატურ მოდელზე გადავედით 2020 წლის ნოემბრიდან, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2021 წელს მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდეს ჩვენს ბიზნესს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ძალაში შედის უმუშევრად დარჩენილებისთვის 1200 ლარიანი დახმარება

👉 დაიწყო აღრიცხვა იმ ადამიანების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

👉 ვინ მიიღებს 100-ლარიან დახმარებას მთავრობისგან




პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.