მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა COVID-19-ის ფისკალურ შედეგებზე იმსჯელეს

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კომპანია „სტრატეგისტის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში-„ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი ფისკალური ღონისძიებები ევრაზიაში“ მიიღეს მონაწილეობას.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

ქართული მხრიდან სემინარში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ და ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, მირზა გელაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ყაზახეთის, უკრაინისა და ესპანეთის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო დაბეგვრისა და ინვესტიციების ცენტრის პრეზიდენტი დენიელ ვიტი. მონაწილეებმა იმსჯელეს COVID-19-ის ფისკალურ შედეგებზე, ამ პერიოდში საგადასახადო ადმინისტრაციების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

საუბარი შეეხო ევრაზიის ქვეყნებში ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს ის ღონისძიებები, რომელიც ქვეყანაში გადაიდგა კრიზისის პირობებში მყოფ გადამხდელთა მხარდასაჭერად და ადმინისტრირების პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საუბარი შეეხო COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებსა და საქართველოში კრიზისის დაძლევის შესაძლო სცენარებზე.

სემინარი ონლაინ გადაიცემოდა YouTube-სა და Facebook-ის პლატფორმებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ორგანიზაცია „სტრატეგისტი“ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ევრაზიის რეგიონში ახორციელებს მრავალ პროგრამას, რათა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს დაეხმაროს ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული მოდელიდან გარდაიქმნან განათლებაზე ორიენტირებულ მოდელზე, კანონის უზენაესობისა და კერძო საკუთრების დაცვით.