ეკონომიკა

The Banker-ი: საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა

საქართველოს ეროვნული
ბანკის დროულმა და
გაბედულმა ღონისძიებებმა
ქვეყნის ეკონომიკაზე
პანდემიის გავლენა
შეარბილა
1610349513
დაკოპირებულია

„საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა“, - ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

სტატიაში კობა გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით დროულად გაატარა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კობა გვენეტაძე ხაზს უსვამს კრიზისამდე გატარებული ეფექტური და თანმიმდევრული ფინანსური ზომების მნიშვნელობას, რომელთა შედეგად საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მოქნილობაც შეინარჩუნა.

„ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საგარეო შოკები საკმაოდ ხშირი მოვლენაა ისეთი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პანდემიით გამოწვეული რეცესია არსებითად განსხვავდება ადრინდელი კრიზისებისგან. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი ბევრი მიმართულებით მიადგა.

პანდემიის მსგავსი გლობალური შოკი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ხაზს უსვამს იმას, რომ კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისამდელ პერიოდში გატარებული პროაქტიული და თანმიმდევრული ზომების წყალობით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მდგრადობა შეინარჩუნა.

2016 წლიდან საბანკო სისტემაში ვზრდიდით კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მოცულობასა და ხარისხს. კომერციული ბანკების მიერ გამომუშავებულმა სარგებელმა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა კაპიტალის დამატებითმა მოთხოვნებმა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების დაგროვების და კრიზისთან ეფექტიანად გამკლავების საშუალება მისცა.

დამატებითი მოთხოვნების ეტაპზე დაჩქარებული გადასვლა გამარტივდა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, აქციონერების მტკიცე მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომით: საქართველოში არსებული ბანკები ძირითადად უცხოურ მფლობელობაშია, ხოლო ორი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

გარდა ამისა, გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო შინამეურნეობების ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია, რამაც ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მოქნილობა“,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების ჭარბი ზრდის შესამცირებლად და ჯანსაღი დაკრედიტების ხელშესაწყობად, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია აამოქმედა. შინამეურნეობების დაკრედიტების წლიური ზრდა შემცირდა, ხოლო ბიზნესის დაკრედიტებისა და ინვესტიციების ზრდის მიზნით იურიდიული პირების დასაფინანსებლად მეტი თანხები გახდა ხელმისაწვდომი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, არაერთი საგანგებო ღონისძიება გაატარა: სებ-მა გააფართოვა სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები რეალური ეკონომიკის დაკრედიტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად; დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი ინსტრუმენტით, რომელიც მიზნობრივი რაოდენობრივი შერბილების ანალოგიურია; მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უზრუნველყო რესურსებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობა სსფ-თან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში; შეამცირა კაპიტალის ადეკვატურობა; გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვაზე და ადგილზე შემოწმების შეჩერებაზე; მოუწოდა ბანკებს სესხების გადახდაზე მორატორიუმის ნათლად და გეგმის შესაბამისად გამოცხადება; ასევე, შემუშავდა მორატორიუმი იმ დარღვევებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე, რომელთა გამომწვევი მიზეზი კრიზისია. ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი ეფექტის შესარბილებლად, ზემოხსენებულ დროებით ღონისძიებებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა.

სტანდარტული საპასუხო პოლიტიკის ძირითადი საყრდენი მაინც უცვლელი რჩება - ფასების სტაბილურობის მიღწევა მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმის პირობებში.

პანდემიის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9%-დან 8%-მდე შეამცირა, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის და განაკვეთი ამ ნიშნულზე შეინარჩუნა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკამ "შეაკეთე სახურავი სანამ მზე ანათებს", საფინანსო სისტემა კრიზისისთვის კარგად მოამზადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად, პოლიტიკურ ღონისძიებებზე მუშაობასთან ერთად, ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას. ასევე დღის წესრიგში პრიორიტეტად რჩება ინიციატივები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს ავტორიტეტული გამომცემლობის Financial Times-ის ფინანსური გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან გამოდის.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

1611239979

„არ მგონია, რომ სლუცკის განცხადებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. მე მგონია, რომ ფარისევლობას აქვს ადგილი ან კონტექსტი არ არის მთლად ზუსტი, რადგან სლუცკის განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს- გაფართოება სამხრეთ კავკასიის ნაწილში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

1611239347
სახელმწიფო მინისტრი

თეა ახვლედიანი: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარ...

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში. ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. 

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ საპარლამენტო...

„ის პარტიები, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და რადიკალური ოპოზიცია 52%-ის მფლობელები კი არ არიან, მათ ყველამ ერთად 46% მიიღეს, ანუ ერთი ერთში თუ შევადარებთ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ორი პროცენტით მეტი აქვს მიღებული, ვიდრე ყველა მათ ერთად ვინც დავუშვათ ეხლა ამ რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა” - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

„მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობა...

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.