მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11 წლიან მინიმუმზეა

ინვესტიციები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის I კვარტალში $165 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7%-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქსრატი ავრცელებს.

ყველაზე მეტი $73 მლნ ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, ზრდა - 18.8%, $28 მლნ-ით აშშ მეორე ადგილზეა, ზრდა - 13.4%, სამეულს 56%-იანი კლებით პანამა ასრუილებს, საიდანაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში $20 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიციის მოცულობამ $10 მლნ-ს გადააჭარბა ასევე დანიიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.

სექტორების მიხედვით $95 მლნ-ით პირველ ადგილზე საფინანსო სფეროა, $34 მლნ-ით მეორე ადგილს უძრავი ქონება იკავებს, 4-ჯერ შემცირების შემდეგ $16 მლნ-ით სამეულს სასტუმროები და რესტორნები იკავებს. რაც შეეხება ენერგეტიკას მასში $27 მლნ-იანი ინვესტიციის გადინება ფიქსირდება, მაშინ როცა 1 წლის წინ იმავე პერიოდში $49 მლნ-იანი ზრდა აღინიშნებოდა.

I კვარტალის მონაცემებით 2009 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაშინ ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, წელს 4%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

საქსტატის განმარტებით შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.