ეკონომიკა

პირველი თებერვლიდან მოლების გახსნა დამატებითი სტანდარტების მიხედვით მოხდება

პრემიერ-მინისტრის
დავალებით ბიზნესის
წარმომადგენლებთან
ინტენსიური შეხვედრები
გრძელდება
1610434775
დაკოპირებულია

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემილოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.

„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ლი თებერვლიდან.

მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა

👉 კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების ნიშნები შეინიშნება ევროპის ბევრ ქვეყანაში

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს, 2008 წლის ომის საქმეზე, 12-წლიანი სახელმწიფოებრივი დავა მოუგო. 

1611249195

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1611248189

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292
დეჟავუში აფეთქება მოხდა

სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვ...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის...

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს  „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან  დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რასაც ისინი...

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.