ეკონომიკა

პრემიერი: ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა

საქართველოს პრემიერი 2020
1594886251
დაკოპირებულია

ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით.

„დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის, მთავრობა და სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები საგრძნობლად არის გაზრდილი. პრემიერის განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა.

„როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ. რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად მშენებლობის მიმართულებით. უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.