მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ეკონომიკის გახსნას ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოჰყვება - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

საქართველოს პრემიერი 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკა ეტაპობრივად უნდა გაიხსნას. ამას კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაც მოჰყვება, თუმცა ამის გამო ქვეყანა ვერ გაჩერდება.

"მესმის, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის მძიმე პერიოდია. ვერც იმას ვიტყვით, რომ ასე ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად ყველაფერს დავაბრუნდებთ. დაგვჭრდება დაახლოებით 1 წელი. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე- ასე არ გამოვა არაფერი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოში როდესაც საერთაშორისო ტურიზმი გაიხსნება, პირველი ტურისტი ისრაელიდან შემოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში - ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ. ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

ადამიანებსაც უნდა ვუმკურნალოთ, თან ტურიზმიც უნდა ავამუშაოთ, წარმოებებიც, რესტორნებიც. ყველაფერი ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.