მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა და მეტი არაფერი

პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში

„თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს მას შემდგომ, რაც გავაკეთეთ მიზნობრივი შეზღუდვები, დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო მოდის ქვემოთ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

„ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში - ტრანსპორტის გახსნას.

უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების წევრები საპროტესტო აქციებს მართავენ.

👉 პირველი აქცია 24 იანვარს მოეწყო, როცა აქტივისტებმა „კომენდანტის საათის“ დროს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციები გაიმართა 25 იანვარსაც, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებთან.

👉 საპროტესტო აქცია აგრეთვე დაანონსებულია 26 იანვარსაც.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება

„უნდა დაინახონ ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და მოხსნიან იდიოტურ შეზღუდვებს“ - ზურაბ ჯაფარიძე

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება