მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროდუქტები, რომლებიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

პროდუქტები გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. რაც შეეხება პროდუქტების ფასებს, ყველაზე მეტად გასულ თვეში ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა.

ამავე ინფორმაციით, ნოემბერში საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ით განისაზღვრა.

ნოემბერში ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე:

👉 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა.

👉 ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6%), რძე, ყველი და კვერცხი (4.7%), ზეთი და ცხიმი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (-7.8%); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.2%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5%);

👉 ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (2.6%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

👉 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2%), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8%), პური და პურპროდუქტები (7.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7%).

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3%);

👉 ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 %-ით, რაც 0.71 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%) ქვეჯგუფებზე;

👉 ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.2%-იანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა.

👉 ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1%), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2%);

👉 ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2%-ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.7%).

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ საქართველოში ტაქსი გაძვირდა - როგორი ფასებია სხვა ქვეყნებში?

⭕ კავკასიაში საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში?

⭕ 45 თეთრიდან 10 ლარამდე - რა ღირს პური მსოფლიოში?