მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ბედი ელის ლარს? - კობა გვენეტაძის განმარტება

სებ-ის პრეზიდენტი

„ის შოკი, რომელსაც ახლა გადის არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიო, უპრეცედენტოა. აქედან გამომდინარე გაურკვევლობის ხარისხი არის ძალიან ბევრი“,- ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვას ლარის კურსთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, კრიზისამდე დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართული ზომები სწორედ ახლა გახდა რელევანტური, რადგან როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული, მაგრამ შემოსავალი ლარშია, ძალიან რთული ხდება ამ სესხის მომსახურება, მცირდება ე.წ განკარგვადი შემოსავლები.

„შეიძლება გარკვეულ პერიოდში უფრო მაღალი ტემპით გაუფასურდეს ლარი, სხვა პერიოდში უფრო ნაკლებად, ამიტომ, როგორც წესი ვუყურებთ ხოლმე ამ პერიოდის გასვლას“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

რას უნდა ველოდოთ? ამასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე ამბობს:

„ის ინტერვეციები, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც წელს ქართულმა ეკონომიკამ განიცადა ტურიზმის დანაკლისისაგან. შარშან ტურიზმიდან მივიღეთ 3.3 მილიარდი დოლარი, რომელიც რეკორდული მაჩვენებელი იყო, წელს ველოდით, რომ უფრო მეტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო დონორებისგან მოვიზიდეთ მილიარდ დოლარზე მეტი, რა თქმა უნდა ეს ვერ აბალანსებს ამ დანაკლისს. აქედან გამომდინარე ხდება სწორედ კორექტირება კურსის. კურსი ასრულებს სწორედ იმ ავტომატური სტაბილიზაციის როლს, რომელმაც უნდა აიღოს ეს დარტყმა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ მიდგომას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დროის მოკლევადიან პერიოდში დავიკავოთ კურსი, მაგრამ ის შემოსავალი თუ არ შემოვიდა და ჯერჯერობით ვიცით, რომ არ შემოდის, შეუძლებელი იქნება ამ კურსის დაკავება და კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება, ამის მაგალითები 2014-2015 წელს იყო.

გაყიდვები, რაც ჩვენ წელს გავაკეთეთ, ზუსტად იმას ემსახურებოდა, რომ შეძლებისდაგვარად მომხდარიყო ბაზრის არაორდინალური ქცევა და ეს არ ასახულიყო ძალიან ფასებზე, რადგან საბოლოოდ ფასები განსაზღვრავს მსყიდველობით უნარს.

თუ ტურიზმი საერთოდ არ აღდგება, ჩვენ გვაქვს რეზერვები, რომ ასევე დავეხმაროთ ბაზარს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის ტვირთი, რომელიც მოსახლეობას აქვს. ამავე დროს გვაქვს ის ბერკეტი, რომელსაც საპროცენტო განაკვეთი ჰქვია, არ გვინდა, რომ ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ, რადგან საპროცენტო განაკვეთის აწევასაც აქვს თავისი თანმდევი მოვლენები, რადგან ის მოთხოვნას ამცირებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ განვახორციელეთ ღონისძიებები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ეს ღონისძიებები ახლაც იცავს მოსახლეობას, რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო უარესს სიტუაციაში ჩავარდებოდნენ“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლარის ახალი კურსი