მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში გააგრძელებენ აგარარული ბაზრები მუშაობას?

მონიტორინგი ბაზარში

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისთვის სტანდარტები შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ისინი მუშაობას გააგრძელებენ.

"მიღებებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას გააგრძელებენ",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უკვე განთავსებულია სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე.