მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას დაარქმევენ საუკუნის უდიდეს კრიზისს

კორონავირუსი, პანდემია, კრიზისი, სახელი, ფონდი

გლობალური ეკონომიკის მიმდინარე ვარდნას საერთაშორისო სავალუტო ფონდი „დიდ კარანტინს“ უწოდებს, Morgan Stanley – “Covid-19-ის პერიოდის დიდ რეცესიას“ (GCR). არსებობს კიდევ ვერსიები, მაგალითად, „დიდი ვირუსული კრიზისი“, ან „პანდესია“.

ეკონომისტები ცდილობენ შესაფერისი სიტყვების მოძებნას, რათა ადეკვატური სახელი დაარქვან დიდი დეპრესიის შემდეგ უმძლავრეს გლობალურ კრიზისს. თუმცა, წლებია საჭირო იმისათვის, რომ ასეთი სახელწოდება დამკვიდრდეს.

მაგალითად, აშშ–ში 2007–2009 წლების კრიზისს „დიდ რეცესიას“ უწოდებენ, თუმცა ეს ტერმინი მთელ მსოფლიოში არ დამკვიდრებულა. ინგლისურენოვან ფინანსურ ცენტრებში, როგორებიცაა ლონდონი და სიდნეი, ამ პერიოდს „გლობალურ ფინანსურ კრიზისად“ მოიხსენიებენ. სხვა ქვეყნებში კი მას „ჩრდილოატლანტიკურ ფინანსურ კრიზისად მოიხსენიებენ“.

დიდი კარანტინი

ამ ტერმინის ავტორია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ტერმინს აპრილში გამართულ დისტანციურ შეხვედრებზე უკვე იყენებდა.

არსებობს სხვა ტერმინებიც. „დიდი ვირუსული კრიზისის“ ავტორია Yardeni Research Inc.–ის პრეზიდენტი და მთავარი საინვესტიციო სტრატეგი ედ იარდენი. ეს გამოთქმა მან Bloomberg-თან ინტერვიუშიც ახსენა ჯერ კიდევ მარტში და დღემდე აქტიურად იყენებს თავის ანალიტიკურ ნაშრომებში.