მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესტორანთა ასოციაცია რეგულაციების დაცვით საქმიანობის განახლებას ითხოვს

რესტორატოთა ასოციაციის დამფუძვნებელი

ასობით ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი, - ამის შესახებ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, 10 000 - მდე კვების ობიექტიდან შესაძლებელია, რომ მხოლოდ 1%-მა შეძლოს რეგულაციების მოხსნის შემდეგ საქმიანობის გაგრძელება.

როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეპიდემიოლოგებს შეხვდებიან და საკუთარ გეგმას გააცნობენ.

„შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ ავუხსნათ ამ ადამიანებს, გავაგებინოთ, ეს იქნება რესტორანი, სასტუმრო, თუ რომელიმე სხვა მიმართულება, ეს არ არის რაღაც განყენებული ბიზნესი მესაკუთრეებით და დანარჩენი საზოგადოება არის, რომლებზედაც უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კუთხით. ეს ადამიანები, საზოგადოება, არის დაკავებული ამ ბიზნესში და მათი შესაძლებლობები არ განისაზღვრება შემოსავლის წყაროდ მხოლოდ 200 ლარით,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ რეგულაცია თბილისის რესტორნების შეზღუდვის თაობაზე ძალაში დატოვა.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში კანცელარიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ხელისუფლების მიერ დაწესებული კოვიდ რეგულაციების წინააღმდეგ, რომელშიც მოქალაქეებთან ერთად ესწრებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ბიზნესებს შეზღუდვების შემსუბუქების ლოგიკა ავუხსენით