სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის.
ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქმიანობის განახლება. ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.
დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განთავსებულ ვიდეომიმართვაში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოხმაურება რამდენიმე თვალსაზრისით საყურადღებოა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ვითარების განმუხტვა სურს, უნდა გააუქმონ როგორც დამძიმებული გირაო, ასევე, მოხსნან საკითხი ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.