მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როშკა-არხოტის საავტობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა

როშკა-არხოტის გზა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტედნერი გამოაცხადა. თავდაპირველ ტენდერზე გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, არხოტის უღელტეხილზე გადადის და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, უკვე გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა და შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება. მეორე ფაზით გზაზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.