მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი $10–იანი ნავთობისა და 89–რუბლიანი დოლარისთვის ემზადება

ნავთობი, კორონავირუსი

სისტემწარმომქმნელი საწარმოების მდგრადობის შემოწმების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ ეკონომიკური კრიზისის გამწვავების ორი სტრეს–სცენარი შეიმუშავა. უარესი შემთხვევისთვის ისინი ემზადებიან კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომების სექტმებრამდე გაგრძელებისთვის, ნავთობის ფასის $10–იანი ნიშნულისა და $1/89 რუბლის კურსისთვის.

ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC.RU ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

ასეთი სცენარის პირობებში შედის სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა ქალაქებს შორის, ეკონომიკური საქმიანობის გაყინვა სექტემბრის ბოლომდე და კორონავირუსის ახალი ტალღის აგორება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.

დოკუმენტზე მომუშავე ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთისა და ევროპის ეკონომიკები აღდგენის მიმართულებით მხოლოდ 2020–ის მეოთხე კვარტალში, ან 2021 წლის პირველ კვარტალში წავლენ.