მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ფულადი გზავნილების მოცულობაში პირველობა დაკარგა

სასწავლო პროცესის შეწყვეტა

ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 42.3%-ით $79.1 მლნ-მდე (₾250.8 მლნ-მდე შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში $1 მლნ-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტად - 61.8%-ით $13.1 მლნ-მდე გზავნილების მოცულობა რუსეთიდან შემცირდა და მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მისი წილი 16.6%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 10-12 წლის წინ 50%-ს აღემატებოდა. 27.5%-იანი კლების მიუხედვად იტალია პირველ ადგილზე აღმოჩნდა, საიდანაც აპრილში საქართველოში $13.4 მლნ გადმოირიცხა. გზავნილების მოცულობა $10 მლნ-ს კიდევ ერთი ქვეყნიდან - საბერძნეთიდან აჭარბებს.

პროცენტულად კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლით, 47.7%-ით $10.1 მლნ-მდე შემცირდა საქართველოდან საზღარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც.