მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ღვინის ექსპორტი 28%-ით შემცირდა

ღვინის ექსპორტი

ოთხ თვეში ექსპორტი 11.9%-ით - $135 მლნ-ით $1.001 ლრდ-მდე შემცირდა. განსაკუთრებული 28%-იანი ვარდნა აპრილში დაფიქსირდა, რა დროსაც პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაცია $87 მლნ-ით $223 მლნ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სასაქონლო ჯგუფებიდან $216 მლნ-ით პირველ ადგილზე სპილენძის მადნებია, რომლის ექსპორტი იანვარ-აპრილში 10.4%-ით გაიზარდა. 12.4%-იანი ვარდნის მიუხედავად $135 მლნ-ით მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილს ინარჩუნებს, სამეულს 21.7%-იანი კლების შემდეგ $92 მლნ-ით ფეროშენადნობები ასრულებს.

პირველად ბოლო წლებში განმავლობაში 12.5%-ით $56 მლნ-მდე შემცირდა ღვინის ექსპორტი და ის ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება, რისი უმთავრესი მიზეზიც რუსეთში გართულებული ეკონომიკური სიტუაციაა სადაც აპრილში ეკონომიკა 28%-ით შემცირდა. თუ 2019 წლის იანვარ-აპრილში რუსეთში ექსპორტზე $51 მლნ-ის ღვინო გავიდა, წელს ეს რიცხვი 28%-ით $36.8 მლნ-მდე შემცირდა. მხოლოდ აპრილში კლებამ 44% შეადგინა.