მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსთავის აზოტმა“ „სტოპ COVID 19”-ის კამპანიის ფარგლებში 100 000 ლარი გადარიცხა

რუსთავის აზოტი

სს "რუსთავის აზოტის" განცხადებით კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ადგილობრივ ბაზარს სრულად ამარაგებს, რომელზეც საერთო წარმოების 7%-დან 10%-მდე პროდუქციაა გათვალისწინებული.

„სს „რუსთავის აზოტი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, შეგვაქვს რა წვლილი ეროვნული ვალუტის და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში. სს „რუსთავის აზოტი“ აგრძელებს ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების თანმიმდევრულ მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით.

სს „რუსთავის აზოტის“ ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმო საქართველოში, ეხმაურება მთავრობის ინიციატივას „სტოპ COVID 19” და დღეს შესაბამისი ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 100 000 ლარი სპეციალური საჭიროებისთვის.“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.