მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილი და მიმდინარე ტენდერები გააცნო

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სამშენებლო კომპანიებს, მიმდინარე და ივლისის თვეში გამოსაცხადებელი 323 მლნ ლარის ღირებულების 54 ტენდერი გააცნეს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 54 ტენდერიდან 16 მიმდინარეა, ხოლო 38 ტენდერის გამოცხადება ეტაპობრივად ივლისის ბოლომდეა დაგეგმილი.

დაგეგმილ 38 ტენდერში შედის  სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 76 მლნ ლარის ღირებულების 26 ტენდერი და 12 სართაშორისო, საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი პროექტი - საორიენტაციო ღირებულებით 124 მლნ ლარი.

„მიმდინარე და დაგემილი ტენდერები მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორიცაა 11 გზის რეაბილიტაცია გურიაში, იმერეთში საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით 2 მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ზომლეთი-ხიხაძირის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 20 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია. საშუალო აქტიურობა, თითოეულ ტენდერში 4-დან 5 კომპანიამდე დაფიქსირდა, რაც ბუნებრივია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანიების ზრდასთან ერთად კონკურენციის ზრდა აქტუალური იქნება." აღ- ნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.