ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური გავლენები

ფინანსთა სამინისტროს
ლოგო
1605033845
დაკოპირებულია

„საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები“, - ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებულ პრესრელიზში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა.

ასევე, მისია მიუთითებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

„სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროდუქტიულობას და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

სსფ-ის მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად, ფონდის მიერ აღნიშნულია რეგიონული დაძაბულობა და პანდემიური მოვლენების გამძაფრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

პრესრელიზში ხაზგასმულია საბიუჯეტო პოლიტიკის მართებულობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. შედეგად, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული. „2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, კვლავაც მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და წელსაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებით, აღნიშნავს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის განხორციელებაც საჯარო სექტორისთვის შექმნის უფრო ეფექტურ პირობებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას. სსფ-ის მისია დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, - წერს ფონდის მისია.

საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის პარტნიორს - საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ქვეყანას როგორც პანდემიის შედეგების შემსუბუქების, ისე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.