ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოს საფინანსო სისტემაზე დისკუსიას მიეძღვნა

აზიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკუსიის ფორუმი გაიმართა
11:22 პარ. 20 ნოემბერი
დაკოპირებულია

„საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შოკი - ფინანსური სისტემის ფუნქციონირება უპრეცედენტო შოკის პირობებში“ - ამ სახელწოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკუსიის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მომხსენებლებად საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თეონა კონტრიძემ ფორუმზე ვრცლად ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, პანდემიის/არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის საპასუხო ღონისძიებებზე.

მათივე ცნობით, მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პანდემიამდე გატარებულ ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას, მათ შორის აღსანიშნავია კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების ზრდა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა, რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიღება, სტრეს ტესტების პრაქტიკა და დედოლარიზაციის ღონისძიებები.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა. ახალი კორონავირუსის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენებას, ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტების გაფართოებას, აქტივების შეფასებას და პოტენციური დანაკარგების დროულად აღიარებასა და სხვა საოპერაციო ზომებს.

ეროვნული ბანკის სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ საშუალება მისცა საფინანსო სექტორს შეუფერხებლად გაეგრძელებინა საქმიანობა და გაეგრძელებინა რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. აღსანიშნავია, რომ საფინანსო სისტემას კვლავ გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=754

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თ...
22:40 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილე...

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
19:02 ხუთ. 26 ნოემბერი
მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკ...
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...