მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურის შენობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამსახურში საგადასახადო დავების განხილვა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაიმართება.

აღნიშნული სისტემა (VEBEX-ს პროგრამის გამოყენებით) პროცესის მონაწილე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი ადგილიდან აწარმოოს ელექტრონული კომუნიკაცია და საქმის განხილვა.

დავების დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, წინასწარ ეგზავნება შეტყობინება, რომლის გაცნობაც მას მხოლოდ ორბიჯიანი ავტორიზაციის (ორბიჯიანი ავტორიზაცია რეგისტრირებული პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა) გავლისა და შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ შეუძლია. აღნიშნული სერვისით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფ და შეუფერხებელი საქმისწარმოების განხორციელებას.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის გადამხდელთათვის დავის განხილვის პროცესზე დასწრების საკითხი, განსაკუთრებით კი იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში ან ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ დავის განმხილველ სხდომაზე დასწრებას.