მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 7 თვეში $1.288 მლრდ-ით შემცირდა

ექსპორტი, იმპორტი, ზრდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-ივლისში $6.031 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით 17.6%-ით -$1.288 მლრდ-ით ნაკლებია. ინფრომაციას საქსტატი ავრცელებს.

7 თვეში ექსპორტი 16.8%-ით $1.759 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი $17.9%-ით $4.272 მლრდ-მდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ბრუნვის 41.7% - $2.514 მლრდ შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ ივლისს, ივლისში ექსპორტი 21%-ით $324 მლნ-დან $254 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 14%-ით $812 მლნ-დან $696 მლნ-მდე.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.