მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო AFD-სგან €190 მლნ-ს მიიღებს

დახმარება საფრანგეთი

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას განაგრძობს.

22 მაისს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით:

• 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

• 120 მილიონი ევრო - მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ

ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა მოაწერეს.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.