ეკონომიკა

საქართველო გერმანიისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრი
17:20 28.05
დაკოპირებულია

საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ კიდევ ერთ დონორთან შეთანხმება გააფორმა.

ამის შესახებ PIA.GE -ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის III პროგრამის“ ფარგლებში 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

"აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და ჩამორიცხვის შემდეგ, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა.

კორონავირუსის ფოტო

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 7 მლნ-ზე...

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება....
08:37
საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნე...
09:14
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს wo...
00:31
ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებს შორის საქართველ...
00:22
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და...
00:02
ბილანიშვილის ადვოკატი ბილანიშვილის ადვოკატი: შსს-მ დაადგინა პირის ვ...
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხო...
ოკამში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც PIA.GE...
არსებობს თუ არა საქართველოში შავი ჭირის...
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქ...
რა ეღირება „პისიარ“ ტესტირება და კარანტი...
საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის „პისიარ" ტესტის ფასი,...