მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო, როგორც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით“ მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას

საქართველო, როგორც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, პირველად უხელმძღვანელებს საერთაშორისო კონფერენციას

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ.“ - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, „მრავალმხრივი კონვენციის (MLI)“ კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმღვანელებს 3 წლის ვადით.

მათივე ცნობით, მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 94 ქვეყნისთვის.

ინფორმაციისთვის, მსაქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.