მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო წლის ბოლომდე $1.5 მლრდ-ის დახმარებას მიიღებს

იბიარდი დახმარება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების გარდა ეკონომიკაზეც ისაუბრა მისი თქმით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ქვეყანას $1.5 მლრდ-ით დაეხმარებიან.

პრემიერის განმარტებით, სამთავრობი გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება დაასრულა და წლის ბოლომდე $447 მლნ-ს მიიღებს. დამატებით ფინანსურ დახმარებას, ჯამში $1.5 მლრდს საქართველო ევროკავშირიდან, ევროპის რეკონსტრრუქციისა და განვითარების ბანკიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, გერმანიის განვითარების ფონდიდან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან აზიის განვითარების ბანკიდან მიიღებს. დახმარების სახით მიღებული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში და სხვა კონკრეტული მიმართულებებით გადანაწილდება.