მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ და მსოფლიო ბანკმა 45 მლნ ევროს დახმარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ბანკთან

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 45 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.

დამატებით გამოყოფილი 45 მლნ ევრო მსოფლიო ბანკისგან COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებისთვის განხორციელებული რიგით მეორე ტრანშია.

მსოფლიო ბანკისგან საქართველოს უკვე ჯამში $80 მლნ გადაეცა.

რაც შეეხება დახმარების მომდევნო ეტაპს, მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.