მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ მეზღვაური „საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა

ქართველი მეზღვაურები

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა და მეზღვაური - „საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა“, „საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს“ - ასეთი სათაურებით გამოაქვეყნეს სტატიები მსოფლიოს წამყვანმა დარგობრივმა გამოცემებმა - Hellenic Shipping News, Marine Insight, Cyprus Shipping News, Safaty4sea, MarineLink და Maritime Business World, რომლებიც მსოფლიოს მაშტაბით საზღვაო სექტორის სიახლეებს აშუქებენ.  

„საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის ხელშესაწყობად“, - ამას Marine Insight - ს აქვეყნებს, ხოლო გამყვანი ბერძნული საზღვაო გამოცემა Hellenic Shipping News მკითხვებს სთავაზობს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველო „უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ,“- აღნიშნულია განცხადებაში. 

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300 000-ზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური - გემზე დასაქმებას. პრობლემის გასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2020 წელს წამოიწყო კამპანია „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - და მოუწოდა წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. 

საქართველომ 2020 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი. ეკონომიკის სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დღეისათვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დღეისათვის აქვს ე.წ. „მწვანე დრეფნები“. აღნიშნული დრეფნების ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ეკონომიკის სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილების და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს