ეკონომიკა

საქართველოს ბანკი რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დასახელდა

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა
17:04 14.08
დაკოპირებულია

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი 20 საუკეთესო ეკოსისტემის მქონე ბანკებს შორის პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნი...
38 წუთის წინ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის...
44 წუთის წინ
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდი...
55 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სააგენტო „ინტერფაქს...
57 წუთის წინ
დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ბრიფინგზე ზალკალიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანს როგორ...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
14:35
მეზვრიშვილი: სახლის პირობებში შემთხვევებ...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო...
კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვ...