ეკონომიკა

საქართველოს ბანკი Salesforce-თან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ბანკი Salesforce-თან თანამშრომლობას იწყებს
17:39 14.10
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზირებული გამოცდილობის შექმნის მიზნით, მსოფლიოში წამყვან, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა Salesforce-თან თანამშრომლობას იწყებს. ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლაბორაცია ბანკს მომხმარებლებისთვის მის ინტერესებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

Salesforce-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით, ბანკისთვის შესაძლებელი გახდება ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მისი მომხმარებლის ყველა გამოცდილება. პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკმა Salesforce-ის მნიშვნელოვან პარტნიორთან, Isobar-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

„მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა Salesforce-ს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან. გვჯერა, რომ Salesforce-ის მეშვეობით საქართველოს ბანკი შეძლებს კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ერთის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ამ რთულ პერიოდში დიჯიტალიაზაცია უკვე საჭიროება გახდა. კომპანიის ციფრული გარდაქმნის ცენტრში მომხმარებლის დაყენება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას მრავალფეროვან საკომუნიკაციო არხს სთავაზობს. 360 გრადუსით მომხმარებლის საჭიროებების და ჩვევების გააზრება საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მათ მაქსიმალურად პერსონიზირებული სერვისი შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა Salesforce - თან ერთად დაიწყო“, - აღნიშნა განვითარებად ბაზრებსა და ისრაელში Salesforce-ის გენერალურმა მენეჯერმა და უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა პეტრა ჯენერმა.

ინფორმაციისთვის, Salesforce მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში გლობალური ლიდერია, რომელიც კომპანიებს აახლოებს საკუთარ მომხმარებელთან. კომპანია 1999 წელს დაარსდა და ის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ზომის თუ ინდუსტრიის ორგანიზაციას ისარგებლოს ისეთი ინსტრუმენტებით როგორციაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
საავადმყოფოს დერეფანი კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმე მდგ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას...
11:58
ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზ...
„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამი...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...