მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეომასკი“ ფართოვდება

ბანკის დაფინანსება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებვასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში საკერავი მანქანების შეძენა მოხდა, რაც პირბადეების წარმოების ზრდას საგრძნობლად შეუწყობს ხელს. საკერავი დანადგარი 3-შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.