მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ კახეთში ვენახები გააშენა

პროექტი ვენახების გაშენება

საქართველოს ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დარგულ ჯიშებს შორისაა: ქისი, კახური მწვანე, საფერავი.

კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე ელოდება 5-8 ტონამდე მოსავალს.

პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს.

შპს ვივი მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებს.

„მოხარული ვართ რომ შპს ვივისთან თანამშრომლობით მათ ვენახებს დამატებით 85 ჰექტარი შეემატა. ეს მათ მისცემს წარმოების გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ღვინის სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.