ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ შავშვებში ვაშლის ბაღები გაშენდა

ვაშლის ბაღის დაფინანსება
17:31 14.10
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკმა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, 250 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის მობილიზება შეძლო. აღნიშნული თანხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში ვაშლის ბაღების გაშენებასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშლის ბაღები 5,8 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა. 11 200 ცალი იტალიური ვაშლის ნერგიდან მოსავალს მეწარმე მომავალი წლიდან ელოდება.

ვაშლის ბაღის მოვლის საქმიანობაში სეზონურად 15 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის გაყიდვას მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა. პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, მისი ჯამური მოცულობა 284 000 ლარია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მეწარმეების გაძლიერებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ვფიქრობთ, ასეთი პროექტები დადებითად იმოქმედებს ბიზნესებისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
22:16 20.10
გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის...
„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ა...
21:49 20.10
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...
საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწვ...
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრ...