მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 3 სათბური აშენდა

საქართველოს ბანკის ლოგო

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აბაშის რაიონის სოფელ გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ მათგანში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება. წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მარწყვის რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება.

დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს. 800 ძირი ბოსტნეულისგან 2000კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშასა და ზუგდიდში მოხდება.

ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე 400კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომელიც ბათუმსა და თბილისში გაიყიდება. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30 500 ლარის ინვესტიცია გამოყო.

სათბურების მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება. პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია დასაქმებული.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.