მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან საოპერაციო ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკისგან

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ბანკი წლებია მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ კიდევ ერთხელ  აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკმა  გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო.