ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გაააქტიურებს გაჯანსაღების პროცესს

ფინანსთა სამინისტრო
1606806251
დაკოპირებულია

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3%-ს.

2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68.6 მლრდ ლარამდე.

„2020 წელს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, 2020 წლის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი, რომელიც ეყრდნობა GFSM 2014 კლასიფიკაციას - არის 7.5%)

აღსანიშნავია, რომ საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის“.- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოსათვის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

„ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა (210.0 მლნ ლარი), ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ასევე ასახულია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები (მშპ-ის 1.7%).

შესაბამისად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1% (2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეადგენს 26.2%-ს). საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში.

რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს - 2019-2020 წლებში დაწყებული ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლიდან გამომდინარე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. ამავე დროს, დეფიციტის შემცირების პარალელურად, მომდევნო წლებშიც სასურველია კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდეს მშპ-ს 8%-იან ნიშნულთან ახლოს“.- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

1611553027

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

1611552632

პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს.

„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოს და ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ  კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა რომელიც ჰქონდა ნაციონალურ  მოძრაობას არასდროს შეიცვლება.

1611552216

გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1611519913
თავდაცვის მინისტრის
მოადგილე

„საქართველოს არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთი მთა...

„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის...

ბრაზილიაში, ქალაქ პორტო ნაკიუნალის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პალმასის კლუბის ფეხბურთელები დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა balthazarkorab ავრცელებს.

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1611498776
„არჩევანი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ყვე...

„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.