მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 8.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ახალი ამბების საქაგენტო PIA.GE- ს საქართველოს ეროვნულმა ბანკში განუცხადეს.

ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა, თავის დონეზე კი ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა. ბანკის პროგნოზით სხვა თანაბარ პირობებში, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს. კერძოდ, ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა. გასათვალიწინებელია ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს. ამის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ნელი ტემპით აგრძელებს და ამ ეტაპზე განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს.

წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7 პროცენტით შემცირდა. თუმცა აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდება.