ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კონკურსს იწყებს

ახალგაზრდა ეკონომისტები -
ეროვნული ბანკისა და ISET-ის
ერთობლივი კონკურსი
ნიჭიერი სტუდენტების
გამოსავლენად
1620112532
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით, ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კონკურსს იწყებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ISET-ის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.

ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენასა და მხარდაჭერას ემსახურება.

ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების კვლევითი ნაშრომების მიმართ დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა. კვლევითი ნაშრომები მიიღება ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე - ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის საკითხებზე და მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისათვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2021 წლის 4 მაისიდან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავლენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

1623741867

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623741518

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623741424

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294
ნარიყალას უბანი

586 თბილისი, 131 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967
ირაკლი კობახიძე - „ირაკლი ღარიბაშვილის ფ...

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის გა...

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.