ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ (UKNF) ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგები შეაჯამეს

ეროვნული ბანკი
1620304097
დაკოპირებულია

6 მაისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ შემაჯამებელი ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) დახმარებით, საქართველო მზადაა საბანკო და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობა სრულად დაუახლოოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

პროექტის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მუდმივად შეისწავლის და ნერგავს საუკეთესო პრაქტიკებს, მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გავიზიარეთ ფასდაუდებელი საზედამხედველო გამოცდილება. Twinning-ის პროექტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ინსტრუმენტების დახვეწასა და გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“ - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საბანკო სექტორში ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. პრუდენციული პოლიტიკის გაძლიერების მიმდინარე პროცესი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი ზომების ანარეკლია“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა.

როგორც რაფალ მიკუშინსკიმ, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, „საქართველოს ეროვნული ბანკის ყველა წარმომადგენლის პროფესიონალიზმის წყალობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფუძველი ჩაუყარა მარეგულირებელი, საზედამხედველო და სააღსრულებო ჩარჩოს შექმნას ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად.“

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოსა და პოლონეთის მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) და პოლონეთის და ლიეტუვის იმ ორგანიზაციების წამყვანი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროექტში, აგრეთვე საქართველოს კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფინანსური სექტორის დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის ბიუჯეტი 1.750 მილიონ ევროს შეადგენდა. პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში ერთობლივი ღონისძიებები განახორციელეს.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

1623740645

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

1623740416

„ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში, გიორგი გახარიას რომ ჰქონდა. მთელი გუნდი იდგა მის გვერდით, მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკურად მის გვერდში დგომაზე ვზრუნავდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740403
ქვეყანაში ზედაპირული და
მიწისქვეშა მტკნარი
სასმელი წყლების
მონიტორინგის ქსელის
გაუმჯობესებისთვის
აქტიურად მუშაობს

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ფინან...

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-...

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.