მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ივნისში 28 911 ტურისტი ეწვია

შიდა ტურიზმი იხსნება

საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.8%-ით 37 915-მდე შემცირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტზე დაყრდნობით ტურიზმის ეროვნული ადამინისტრაცია ავრცელებს.

ყველაზე მეტი - 15 828 ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე 88%-ით ნაკლებია. სომხეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 92.5%-ით შემცირდა, აზერბაიჯანიდან 97.1%-ით, ხოლო რუსეთიდან 97.7%-ით. ვიზიტორებში ტურისტების რაოდენობამ - 28 911 მგზავრი შეადგინა, 2019 წლის ივნისთან შედარებით 93.9%-ით ნაკლები.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 98.6%-ით 51 562-დან 714-მდე შემცირდა.

ვიზიტორების 95.3%-მა საქართველოს საზღვარი საავტომობილო გზით გადაკვეთა, საჰაეროთი კი მხოლოდ 3.1%-მა.