ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
მოსახლეობას მოუწოდებს,
მაქსიმალურად დაიცვან
უსაფროების წესები
1617888790
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას. დადგენილება ხელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაციონალურ გამოყენებასა და დაცვის უზრუნველყოფას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს თქმით, მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით მოხდება, სადაც აღირიცხება მათი საკადასტრო მონაცემებიც.

დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მიწის ფართობების მონაცემები აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციამდე არსებული მდგომარეობით აისახება. საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა და, შესაბამისად, მისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის წარმოება 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა.

პრესსამსახურის ცნობით, , „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება შემუშავებულია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. მიწის ბალანსი იქნება საჯარო და საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), 2024 წლის 1 ივლისამდე გამოქვეყნდება.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1619175089

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

1619174828

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1619174700
NCDC-ის დირექტორი

„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328
1619171823
„ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის რეკლა...

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.