მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო ვალმა $18 მლრდ-ს გადააჭარბა

საგარეო  ვალი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით $18.3 მლრდ (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 103.7 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო - 179.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.8 მლრდ აშშ დოლარი (25.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 44.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 443.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი) და 876.4 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი) შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

მონაცემები არ ასახავს კორონა-კრიზისის გამო აღებული ვალების სტატისტიკას. წლის ბოლომდე სახელმწიფო მშპ-ს 44%-ის ნაცვლად 56%-მდე გაიზრდება. შემზღუდავი ჭერი მშპ-ს 60%-ა.