მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში მშპ 12.3%-ით შემცირდა

ეკონომიკის შემცირება

2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3% შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.3%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

საბითუმო და საცალო ვაჭრობა

  • ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-13.2%)
  • მშენებლობა (-24.5%)
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40.0%)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6 %)
  • დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1 %)
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8 %)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5 %)
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7 %)
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1 %)

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 %)
  • განათლება (11.7 %)
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7 %)
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4 პროცენტი)