მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა, რომ ამ კომპანიების მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას.

ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამ პროცესში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს ვქმნით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პრემიერმა ავტოიმპორტიორებისთვის ახალი შეღავათები დაასახელა

👉 საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება