ეკონომიკა

საქართველოში საწვავის ფასის კიდევ ზრდას პროგნოზირებენ - რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?

საწვავის ფასი
1613996517
დაკოპირებულია

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავი დაახლოებით 15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ მინიმუმ 10 თეთრით მოიმატებს. ასეთია საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი. 

ასოციაციის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ასეთი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით არის განპირობებული. მისი თქმით, წელს გაჩნდა მოლოდინები, რომ მსოფლიო ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს, რაც ვაქცინაციის პროცესსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას უკავშირდება.

„მძიმე 2020 წლის მიუხედავად, საწვავის ფასების ზრდა ზაფხულში დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც მოიხსნა მკაცრი შეზღუდვები. ამ დროიდან იწყება ფასების ეტაპობრივი მატება, თუმცა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიმდინარე წლიდან, რადგან ბაზარზე რეალურად გამოჩნდა ვაქცინა, რასაც მოჰყვა პოზიტიური მოლოდინები: ის, რომ მსოფლიო ეკონომიკა ალბათ გაიხსნება და ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზრდება.

ბენზინის შემთხვევაში წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასი გაზრდილია 120 დოლარით, დიზელის შემთხვევაში კი 90 დოლარით.

საქართველოში საცალო ქსელშიც ხდება ფასების კორექტირება, ფასი საშუალოდ გაზრდილია 15 თეთრით და არაბრენდირებულ ქსელში კიდევ უფრო მეტად არის გაძვირება.

რაც შეეხება მოლოდინებს, ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. ფასების ზრდა გარდაუვალია, მათ შორის საბითუმო ბაზარზეც ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. ამიტომ როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ საწვავზე საცალო ქსელებს უახლოეს მომავალში ფასების მომატება მოუწევთ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

PIA.GE გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ საწვავის ფასებს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში:

საქართველოში: 1 ლ ევრო რეგულარის ფასი 2.37 - 2.41 ლარს შორს მერყეობს, პრემიუმის - 2.55 - 2.62 ლარი , ხოლო დიზელის - 2.5 - 2.62 ლარია.

სომხეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 2.583 ლარი, პრემიუმი - 2.841 ლარი, ხოლო დიზელი 2.41 ლარი ღირს.

აზერბაიჯანში: 1 ლ ევრო რეგულარი 1.95 ლარი, პრემიუმი - 2.43 ლარი, ხოლო დიზელი 1.55 ლარი ღირს.

თურქეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 3.688 ლარი, პრემიუმი - 3.988 ლარი, ხოლო დიზელი - 3.364 ლარი ღირს.

რუსეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 2.057 ლარი, პრემიუმი - 2.328ლარი, ხოლო დიზელი 2.042 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასის ზრდას საქართველოში მძღოლები პერიოდულად, თუმცა უშედეგოდ, აპროტესტებენ. ფასის შემცირების მოთხოვნით უკანასკნელი აქცია 21 თებერვალს გაიმართა. მძღოლებმა, სიგნალების ფონზე, საპროტესტო მსვლელობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში ერთდროულად მოაწყეს.

ინფორმაციისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ოდენობამ შეადგინა 1 356 139 ათასი ლიტრი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.5% -ით ნაკლებია .

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 31.8%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი -20% და ბულგარეთი -17.3 %.

საერთო იმპორტის 46% დიზელის ტიპის საწვავმა შეადგინა, ხოლო 54% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 69%, ხოლო საერთო იმპორტში - 37%.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 114 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1614582811

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო  409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

1614581558

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. 

1614581491

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614581310
აბიტურიენტები გამოცდაზე

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტუ...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომ...

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

თბილისის უბნები, სადაც პირველ მარტს ელექ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართ...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.