ეკონომიკა

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს

ცირკულარულ ეკონომიკაზე
მსჯელობა
1610794440
დაკოპირებულია

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრას გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო ექსპერტი გარემოს დაცვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში დარიუშ პრასეკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი რუკის შემუშავების მიზნებზე და ამოცანებზე იმსჯელეს.

„საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასაც გულისხმობს. ყოველი აღნიშნული მდგრადი განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების წინაპირობაა. საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ქვეყანა რეგიონში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში ლიდერი გახდეს”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წარმოებისთვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის, ასევე, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობის საკითხებს.

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროექტს, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619002316

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827
რასა იუკნევიჩიანე

„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პ...

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეკო...

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.